დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში, საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობა შედგა
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 23:30:02
ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში, საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობა შედგა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" UNDP- დან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები გასულ კვირას ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის სხვადასხვა მოდელის გასაცნობად შვეიცარიაში გაემგზავრნენ.
მათივე ცნობით, ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია შეხვდა შვეიცარიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს, კანტონებისა და მუნიციპალიტეტების მთავრობებს და ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციების წევრებს.
შეხვედრების მსვლელობაში გაიმართა მსჯელობა რეგიონული მმართველობის ეფექტური მოწყობის, რეფორმის შესაძლო სცენარებისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე. საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესდა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიით.
ქართველი და შვეიცარიელი პარლამენტარების შეხვედრაზე გადაწყდა პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას.
"შვეიცარიას აქვს უნიკალური გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში. საქართველომ ეს შეიძლება გამოიყენოს, როგორც მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მოდელი. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა გავიზიაროთ შვეიცარიის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაღალმთიანი რეგიონების განვითარება, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტური საქმიანობა და მოსახლეობის რეალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მივესალმები საქართველოსა და შვეიცარიის პარლამენტების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში", - განაცხადა ვიზიტის დასასრულს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ერეკლე ტრიპოლსკიმ.
სასწავლო ვიზიტი ჩატარდა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. ვიზიტი განხორციელდა შვეიცარიის მაღალმთიანი რეგიონების ასოციაციის ხელშეწყობით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია