დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 22:30:03
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
მეურვეების კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ჟურნალისტი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ია ანთაძე, ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, ნათია კაპანაძე, რომელიც ბოლო დრომდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, ჟურნალისტი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი, "მრავალენოვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი, ფილოსოფოსი და პროფესორი ზაზა შათირიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გამგეობის წევრი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ასევე ფილოლოგი, პროფესორი, თამაზ ჯოლოგუა.
საკონკურსო კომისია მეურვეების კანდიდატთა წინასწარ, პირველად შერჩევას განახორციელებს და პარლამენტს 27 კანდიდატს შესთავაზებს, ანუ სამჯერ მეტს 9 ვაკანტური თანამდებობიდან. თითეულ კანდიდატზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.
კომისია შემდეგი ათი დღის განმავლობაში შემოსულ საბუთებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ 27 კანდიდატს შესთავაზებს პარლამენტს.
როგორც პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით ეს პროცესი დაჩქარდა და საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამეურვეო საბჭო დაგეგმილზე ერთი თვით ადრე შეიქმნება, რაც შექმნილ ვითარებას გამოასწორებს.
მისივე თქმით, კონკურსი უკვე გამოცხადდა და მიმდინარეობს მსურველთა განაცხადების მიღება. ხვალ, 12 დეკემბერს კი სრულდება მეურვეობის მსურველთა განცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობისთვის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია