დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში ჩაერთვება
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 20:30:03
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრის დროს მიიღო.
ირაკლი ღარიბაშვილი მშენებლობის ხარისხით დაინტერესდა და ხარისხის კონტროლის ინსტიტუციონალური მექანიზმების მოწესრიგების სურვილი გამოთქვა. პრემიერთან არსებული ეკომომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები და შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე იმსჯელა მიმდინარე ეკონომიკურ თემებზე, განიხილა ახალი საინვესტიციო წინადადებები. მთავრობის კანცელარიაში გამართული სხდომის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამას. 2014 წლის საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები დაფინანსდება როგორც ბიუჯეტის, ისე კერძო ფონდების მეშვეობით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია