დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცეზარ ჩოჩელი ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 12:30:31
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ქვეყნის დატოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს.
ბიზნესმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი საზღვარგარეთ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელ შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს.
"ამ ბოლო დროს ჩვენი გერმანელი პარტნიორები იყვნენ ჩამოსული, ნოემბრიდან დღემდე 11 მილიონის სასაქონლო კრედიტი მოგვცეს. ახლა ვიყავი მიწვეული მათთან კონფერენციაზე და ვერ წავედი. გერმანელებმა, ამ პირობებშც კი, როცა დაყადაღებულები ვართ, ნდობა გამოგვიცხადეს, ჩვენი სამართალდამცავები კი არ გვენდობიან. მთავრობამ ქვეყნიდან გასვლის უფლება ერთხელ მომცა მხოლოდ. იმის შემდეგ მქონდა რამდენიმეჯერ სურვილი, აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამიშვეს. დასამალი რომ მქონოდა რამე, გასულ წელსაც კარგად ვიცოდი რა მოხდებოდა, არცერთი კომპანიის არცერთი წილი არ გადაგვიფორმებია არავისზე, შეგნებულად არ გავაკეთეთ ეს იმიტომ, რომ დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო. ამ ყველაფერს ქვეყნისთვის ვაკეთებდით. სად უნდა გავიქცე? თუ ვიჩაგრები აქვე ვიტყვი დღეს, თუ არასწორად მექცევიან იმასაც ვიტყვი, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რომ მომავალში ვისაუბრო დაიჩაგრა ჩვენი ჯგუფი-მეთქი, ეს არ არის სწორი", - აღნიშნავს ჩოჩელი.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მის სიტუაციაში მყოფ ადამიანს, ორი შესაძლებლობა აქვთ - არ უნდა ისაუბროს იმ მიზეზებზე თუ რატომ შეექმნა პრობლემები ან საკუთარი პრინციპები დაიცვას.
ამასთან, ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ იგი განსაკუთრებულ პატივს დავით მირცხულავასა და სულხან მოლაშვილს სცემს.
"ორ ადამიანს, ვისაც ყველაზე დიდ პატივს ვცემ, არის მირცხულავა და სულხან მოლაშვილი. მთელი მსოფლიო მათ პირობებზე ლაპარაკობდა, რაც ციხეში ჰქონდათ შექმნილი. თუ "იწერ" რაღაცას, მერე მაგაზე აღარ უნდა ილაპარაკო ან უნდა დადგე და შენი პრინციპები დაიცვა. დღეს როცა ვსაუბრობთ, რომ თურმე გარეწარი იყო წინა ხელისუფლება, ეს ჩვენ არ ვიყავით ის ხალხი რომელმაც მოიყვანა ისინი? ანალოგიური 93 პროცენტით გამსახურდია მოვიყვანეთ და შემდეგ ქვებს ვესროდით, ახლა კი იმაზე ვართ დაბოღმილები, რომ უკეთესად არ ვცხოვრობთ. ჯერ ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკეთესად გვეცხოვრა. უნდა ვიყოთ მოწოდებულები იმისთვის, რომ ვაშენოთ, მარტო პოლიტიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ქვეყანა საზოგადოებამ უნდა ააშენოს. ასე არ გამოვა", – აცხადებს ბიზნესმენი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია