დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 19:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა. კერძოდ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი შარაბიძისა და ეკატერინე მოდებაძის კანდიდატურები შესთავაზა.
გიორგი შარაბიძეს წელს მიღებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის თანამდებობა. სხვადასხვა დროს იყო ცესკო-ს წევრი, ასევე პარლამენტში ფრაქციის აპარატის მოწვეული სპეციალისტი.
ეკატერინე მოდებაძეს კი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი მიღებული აქვს 2012 წელს. სხვადასხვა დროს იგი იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი, თარჯიმანი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სხვ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ თანამდებობაზე უკვე წელიწადზე მეტია ერთი ადგილი ვაკანტურია. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს საკუთარი კანდიდატურები არაერთხელ წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატირებს მხარი არც ერთხელ არ დაუჭირა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1326
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია