დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უჩა ნანუაშვილი - ლევან კორტავას საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტულია
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 18:00:03
ლევან კორტავას საქმე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, მიმდინარე საქმეებს შორის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კორტავას საქმესთან დაკავშრებით, თავიდანვე კეთდებოდა განცხადებები, რომ გამოძიება ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო.
"თუკი გამოიკვეთა რაიმე ახალი გარემოება და გარკვეულ პირებს დაუმძიმდებათ ბრალი, ეს ყველაფერი გამოჩნდება სასამართლო პროცესზე. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და ეს საქმე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, მიმდინარე საქმეებს შორის. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს. ჩემთვის მთავარია, გამოძიება წარიმართოს ეფექტურად და ძალიან მალე საზოგადოებას ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია