დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგება
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 10:30:02
სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგება.
ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ უკრაინა ევროინტეგრაციისკენ სვლა განაგრძოს.
"დღეს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი უკრაინაში ჩადის. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობით უკრაინის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის იქნება შესაძლებელი დიალოგის დაწყება და კონკრეტული შეთანხმებების მიღება. მთავარია, რომ უკრაინამ განაგრძოს სწორი ნაბიჯით სვლა ევროინტეგრაციისკენ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია