დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 16:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე უკვე შეხვდა თავის რუმინელ კოლეგას ტიტუს კორლეცეანს. ორმხრივი ურთიერთობებისა და ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხების გარდა, მინისტრებმა ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყნის ევროინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს მტიცე მხარდამჭერია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესახებაც ისაუბრეს.
"მინდა აღვნიშნო საქართველოს წარმატება ვილნიუსის სამიტზე. რუმინეთის ინტერესებშიც შედის, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ გვაქვს დატვირთული დღის წესრიგი ყველა დონეზე, იქნება ეს აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო ხელისუფლება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ორმხრივ ინტერესებს ეკონომიკის დარგში", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ტიტუს კორლეცეანმა.
საქართველოს და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუმინეთის საზოგადოებრივ არხზე, პოლიტიკურ თოქ-შოუში მიიღეს მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია