დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი რუსეთის მხრიდან მოსალონდელ ხელშეშლაზე საუბრობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 14:00:03
ჩვენ ერთის მხრივ ვაჯამებთ ვილნიუსის სამიტის შედეგებს, მეორეს მხრივ ვსაუბრობთ იმ სამოქმედო გეგმაზე, რომლის შესრულებაც აუცილებელია ასოცირების ხელშეკრულების მაქსიმუმ სექტემბრამდე ხელმოსაწერად, - ამის შეშახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები სამეზობლოში.
"ამიტომ, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მობილიზებული, ვინაიდან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოსალოდნელია ამ პროცესის ხელშეშლა. ეს შესაძლოა, სხვადასხვა გზით და საშუალებით გახორციელდეს. დღევანდელი კონფერენციით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ერთობას, მზაობას, რომ ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს და ხელშეშლას ტყუილად ნურავინ შეეცდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონფერენცია ეძღვნება ზურაბ ჟვანიას 50 წლისთავს, რომლის, როგორც პოლიტიკოსის, სიდიდეს და ძლიერებას ყველა აღიარებდა.
"მან ქათულ პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა და სწორედ ევროპული არჩევანი იყო მისი ურყევი ორიენტირი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში. ამ ორი ღონისძიების ერთად ჩატარებით ხაზი გავუსვით იმას, რომ ეროვნული სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები ის თემებია, რომელთა რეალიზებას სჭირდება ერთდროულად და ასევე სხვადასხვა ეპოქაში ბევრი ადამიანის შრომა. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის პრეროგატივა. ყველას გვარგუნებს ბედი აგურის დადებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. ყოველდღიური ცხოვრება ხანდახან სხვაგვარად წარმოაჩენს პოლიტიკურ ფიგურებს და მოვლენებს. ზურაბ ჟვანიას გახსენება ემახურება იმის ჩვენებას, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ხელისუფლებების საქმე, ეს არის ერის საქმე და ამ საქმეში ყველა ხელისუფლებამ თავისი წვლილი შეიტანა. ჩვენ ვეცდებით, ჩვენი მკაფიო წვლილიც შევიტანოთ, რათა მომავალმა ხელისუფლებებმა მყარად გააგრძელონ ეს პროცესი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია