დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ვეფხვაძე - თვითმმართველობის კოდექსის პროექტი კონსტიტუციის მეორე მუხლს ეწინააღმდეგეგება
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 13:30:03
თვითმმართველობის კოდექსის შემოთავაზებული პროექტი თავისთავად ფედერალიზმს არ გულისხმობს, მაგრამ ის რომ რეგიონის დონეზე იქნება წარმომადგენლობითი სტრუქტურა , არის ერთი ნაბიჯი სწორედ ავტონომიური ერთეულებისკენ, – ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევან ვეფხვაძემ 2004 წელს პრესაში გამოქვეყნებული კონცეფცია "საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ" გაიხსენა და განახადა, რომ თვითმმართვლობის კოდექსის წარმოდგენილი სახით მიღების საბოლოო მიზანი აღნიშნული კონცეფციის განხორციელებაა.
"2004 წლს გამოქვეყნებული კონცეფციის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უნდა დაიშალოს სრული სახელწიფოებრივი სუვერინეტეტის მქონე სახელმწიფოებად, სადაც ამ სტატუსს მიიღებენ არამარტო აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი ან აჭარა, არამედ სხვა ისტორიული პროვინციებიც – კახეთი, ქართლი, იმერეთი და სხვა", - განაცხადა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობდნენ კონსტანტინე კუბლაშვილი, არჩილ გეგეშიძე, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, დავით ბაქრაძე, თინა ხიდაშელი და დავით დარჩიაშვილი.
`ის კანონი, რომელიც შემოთავაზებულია თავისთავად ფედერალიზმს არ გულისხმობს. მაგრამ ის, რომ რეგიონის დონეზე იქნება წარმომადგენლობითი სტრუქტურა, არის ერთი ნაბიჯი სწორედ ავტონომიური ერთეულებისკენ. მიგვაჩნია, რომ იქნება ბევრი მცდელობა შენიღბონ და დაფარონ რეალური მიზანი, რომელიც არის 2004 წლის დოკუმენტი და საბოლოო ჯამში, ეს დაშლის ჩვენ ქვეყანას. მოვუწოდებთ, რომ ე.წ. მხარის ან რეგიონის დონეზე მსგავსი ტიპის წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნა არ მოხდეს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ამასთან, როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, კოდექსის პროექტი კონსტიტუციის მეორე მუხლსაც ეწინააღმდეგეგება, რომელშიც ნათქვამია რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.
"ის რომ, კოდექსში ჩვენ გვაქვს გუბერნატორი, რომელსაც თვითმმართველობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის რომ, კოდექში ვხვდებით სსიპ რეგიონთა გაერთიანებას – ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან. ამის გაკეთება ნიშნავს კონსტიტუციის დარღვევას ან ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დღეს ხელისუფლებაში ჩათვალა, რომ იურისდიქცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უკვე აღდგენილია", - განაცხადა ვეფხვაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია