დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფილიპ დიმიტროვი - მინდა, საქართველოს ევროპასთან დაახლოების არჩევანი მივულოცო
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 12:00:03
ევროპასთან დაახლოება არჩევანის საკითხია და მინდა, მივულოცო საქართველოს ეს არჩევანი, – ამის შესახებ სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული არჩევანი ორიენტირებულია ქვეყნის უკეთეს მომავალზე.
"მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მილოცვის სიტყვებით, თუ რას მიაღწია საქართველომ - ცოტა ხნის წინ საქართველომ მოახდინა ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ევროპასთან დაახლოება, ეს, რა თქმა უნდა, არჩევანის საკითხია. ამაზე მე მუდმივად ვსაუბრობ და კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო საქართველოს ეს არჩევანი, რომელიც ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით, როგორი მიდგომა აქვს ქართველ ხალხს და მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობას პროდასავლური პოლიტიკის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა აქვს. ასეთი ძლიერი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან მთავრობას უმარტივებს მუშაობას და ესაა გარანტია, რომ ეს მიმართულება შენარჩუნებული იქნება",-განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
მისივე განმარტებით, საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ნაყოფს სავარაუდოდ ერთი წლის შემდეგ, დოკუმენტის ხელმოწერით მოიმკის. თუმცა ევროკავშირის ელჩის განმარტებით, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
"ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს არამარტო ჩვენი ურთიერთობების ინსტიტუციურ სტრუქტურას, არამედ მასში არის უფრო სიღრმისეული შინაარსი- ეს ნიშნავს, რომ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიული ღირებულებები და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დაბალანსებული მიდგომები", - აღნიშნა დიმიტროვმა.
ამასთან, ევროკავშირის ელჩმა ზურაბ ჟვანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანია იმსახურებს, მისი სახელი მუდმივად გვახსოვდეს.
"მე მქონდა პატივი და პირადად ვიცნობდი ამ ადამიანს. ეს იყო "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა და საქართველო დააყენა ევროპულ გზაზე. ის იმსახურებს მისი სახელი მუდამ გვახსოვდეს",-აღნიშნა დიმიტროვმა.
კონფერნცია "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" დღეს გაიხსნა.
კონფერენცია ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია