დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 09:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინელ კოლეგას ტიტუს კორლეცეანს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მაია ფანჯიკიძე და ტიტუს კორლეცეანი ასევე ერთობლივ ინტერვიუს მისცემენ რუმინეთის სახელმწიფო ტელევიზიას.
მაია ფანჯიკიძე რუმინეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე კრინ ანტონესკუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ვალერიუ ზგონეასაც შეხვდება.
ვიზიტის დასასრულს, საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "ტიტულესკუს სახელობის ევროპული ფონდის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია