დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება
ავტორი:
2013/დეკემბერი/08 11:00:03
დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ადვოკატთა საერთო კრება ჩატარდება.
ადვოკატთა საერთო კრების დღის წესრიგის მიხედვით, კრებაზე აირჩევენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრს, ეთიკის კომისიის 15 წევრს, რომელთაგან 3 იქნება არაადვოკატი წევრი, სარევიზიო კომისიის 5 წევრს.
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს იყრის 5 კანდიდატი: ნუგზარ ბირკაია, მამუკა მდინარაძე, ლევან ჯოხაძე, ზაზა ხატიაშვილი, ვასილი ოსეფაშვილი. აღმასრულებელ საბჭოში კენჭს იყრის 38 კანდიდატი, ეთიკის კომისიაში - 34 კანდიდატი, სარევიზიო კომისიაში - 13 კანდიდატი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველ ორგანოებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ადვოკატთა საერთო კრება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ და იგი უფლებამოსილია თუ მას ესწრება არანაკლებ 800 წევრისა. ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში მოიწვევა განმეორებითი კრება, საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით", - აღნიშნავენ ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია