დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - უკრაინის ხელისუფლებისგან არ მიმიღია მესიჯი, რომ ევროპასთან ინტეგრაცია დასრულებულ პროცესად მიაჩნიათ
ავტორი:
2013/დეკემბერი/07 13:30:02
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მე არ მიმიღია მესიჯი, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია დასრულებულ პროცესად მიაჩნიათ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ საბაჟო კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა.
მისივე განმარტენით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური არხებით შეტყობინება მათ ჯერ არ მიუღიათ.
"ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, ოფიციალური არ არის, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური არხებით ჩვენ ეს არ მიგვიღია. ვერ გეტყვით მოხდება თუ არა ეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მე წუხელ ჩამოვედი უკრაინიდან და უკრაინელი ხალხის განწყობა არის პროევროპული. მე შეხვედრები მქონდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ჩემს კოლეგასთან და არ მიმიღია მათგან მესიჯი, რომ ევროპასთან ინტეგრაცია დასრულებულ პროცესად მიაჩნიათ, მას უწოდებენ გადადებულს და არა დასრულებულს, ან შეწყვეტილს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ უკრაინელი ხალხის ნება მთავრობის გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნება.
"ჩვენთვის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ იმ გზას, რომელიც ერთად დავიწყეთ, ასევე ერთად დავასრულებთ. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის ნება გათვალისწინებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაში და ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნისთვის იქნება კარგი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, ჟურნალ The Economist-ის უფროსი რედაქტორის, ედვარდ ლუკასის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც გუშინ სოჭში გაიმართა, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ ნათქვამია ედვარდ ლუკასის "ტვიტერის "პირად გვერდზე.
ედვარდ ლუკასის ინფორმაციით, სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკრაინას 5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, ხოლო გაზის შესყიდვის ფასი, 500 აშშ დოლარის ნაცვლად, 200 აშშ დოლარი იქნება.
როგორც ლუკასი წერს, ამ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია