დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 21:30:03
უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ თვითმმართველობის კოდექსის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტს დეტალურად არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ცალკეული პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების შეფასებები ამ საკითხზე გაუაზრებელია.
"საუბარი სეპარატიზმის გაღვივებასა და ქვეყნის დაშლის გეგმაზე უკეთეს შემთხვევაში არის სრული გაუაზრებლობა და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია. ბევრი შენიშვნა შეიძლება იყოს თვითმმართველობის კოდექსის მიმართ და იმ გაურკვევლობის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხებისადმი არსებობს. მასში არის ნიშნები, რომ პოლიტიკური ბიუროკრატიის ზრდა უნდა მოხდეს და მე ეს არ მომწონს", - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თვითმმართველობის კოდექსის მთავარ პრობლემად გაურკვევლობას მიიჩნევს. "ის პრეტენზიები, რაც მოვისმინეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან და სასულიერო პირებისგან, ჩემთვის სრულიად მიუღებელია", - აღნიშნა ბოკერიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია