დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არმაზ ახვლედიანი - ადგილობრივ არჩევნებს დემოკრატიულობისა და სამართლიანობის კუთხით არაფერი ემუქრება
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 15:00:03
ადგილობრივ არჩევნებს დემოკრატიულობისა და სამართლიანობის კუთხით არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საერთაშორისო საკითხების მდივანმა არმაზ ახვლედიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის აჩვენოს, როგორ შეიძლება ამ ვითარებაში წელში გამართული სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, როდესაც ხალხი თავად გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს არჩეული. ახვლედიანის შეფასებით, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტულ პროცედურულ საკითხებზე კინკლაობა და ზოგჯერ ძალიან საყურადღებო განხილვა.
როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა კანონპროექტი იხვეწებოდა, მაგრამ ამ კანონის შესრულება ხშირად შეუძლებელი იყო, რადგან არ არსებობდა სათანადო პოლიტიკური ნება და იყო "ძალიან კოჭლი დემოკრატიული პროცესი".
მისივე შეფასებით დღეს აღნიშნული ფაქტორები გამართული და გათვალისწინებულია.
ამასთან, როგორც "ქართული ოცნების" საერთაშორისო საკითხების მდივანმა განაცხადა, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საკითხი თვეების განმავლობაში ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით საფუძვლიანად განიხილებოდა. მისივე ინფორმაციით, კოალიციურ პოლიტსაბჭოს ბოლო შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შენიშვნები იქნა გათვალისწინებული, სადაც იყო ღია დემოკრატიული განხილვა. არმაზ ახვლედიანის შეფასებით, როგორც ჩანს, ადამიანებმა, რომლებმაც გულისტკივილი გამოთქვეს, ამის თაობაზე არ იცოდნენ. "მე ვფიქრობ, ამის შესახებ ალბათ, არ იცოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რადგან ეს მოხდა წინა დღეს", - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე ინფორმაციით, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ყველა არსებითი შენიშვნა გათვალისწინებულია. როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, 27 ოქტომბრის შემდეგ არის უნიკალური შანსი უპრეცედენტო, დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს.
ამასთან, არმაზ ახვლედიანი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხის გადავადებასაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის რას ნიშნავს საზოგადოების სურვილი და ნება. მისი თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს პროცესი, რომელსაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ჰქვია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია