დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წელს საქართველოში დანაშაულის 26628 ფაქტი დაფიქსირდა, ნახევარზე მეტი გახსნილია - შსს-ს სტატისტიკა 
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 14:30:06
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24,2%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3% -ით მოიმატა და 59,6% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია