დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორია ნულანდი - დაჭრილო მეომრებო, ჩვენ მივესალმებით თქვენს სამსახურს საქართველოსთვის
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 13:30:02
დაჭრილო მეომრებო, ჩვენ მივესალმებით თქვენს სამსახურს საქართველოსთვის, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა დღეს, მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილ დაჭრილ სამხედროებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ISAF-ის მისიაში სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ქართველი და ამერიკელი მხარდამხარ იბრძვიან, რათა უზრუნველყონ მშვიდობა და სტაბილურობა.
"ჩვენც მხარდამხარ ვდგავართ, რომ უზრუნველვყოთ ის საჭიროებები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აქვთ. პირადად მქონდა პატივი, ვწვეოდი ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში და შემიძლია დავადასტურო ის გმირობა, რომელსაც ისინი იჩენენ. აშშ-ი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს დაჭრილ მეომრებზე ზრუნვაში. ჩვენ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობა, იზრუნოს საკუთარ ჯარისკაცებზე. დაჭრილო მეომრებო, ჩვენ მივესალმებით თქვენს სამსახურს საქართველოსთვის", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისი თქმით, დღევანდელი დღის გზავნილია ის, რომ საქართველოს დემოკრატია მზად არის, გაიხსნას ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივ და სამთავრობო ძალისხმევას, რითაც გზას ვუხსნით საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შშმ პირებს, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყვნენ მათ მიერ არჩეული ლიდერები, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამოქალაქო დისკუსიაში და გააგრძელონ ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია ყველა მოქალაქისადმი. მოხარული ვარ, რომ პრემიერთან ერთად ვხსნით ამ პანდუსს, რომელიც არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის შენობა ხელმისაწვდომია შშმ ადამიანებისთვის. დღევანდელი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს დემოკრატია მზად არის, გაიხსნას ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის მათთვისაც ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და იგი ეპყრობა ყველას, როგორც თანასწორ წევრს საზოგადოებისა, რომლებიც სარგებლობენ თანაბარი სამოქალაქო უფლებებით", - განაცხადა ნულანდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა შშმ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მხრივ.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ USAID-ის ვაფინანსებდით პროექტებს იმ ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რომლებიც შშმ პირების უფლებებს ეფექტურ ადვოკატირებას უწევენ", - აღნიშნა ნულანდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კოალიციას "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის", რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი ხელმისაწვდომობა შშმ ადამიანებისთვის.
"მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში მათ უმასპინძლეს შშმ ადამიანების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს, რომელსაც ესწრებოდა პრემიერი და მისი კაბინეტის შთამბეჭდავი რაოდენობა, მაგრამ გასაკეთებელი მეტია", - აღნიშნა ნულანდმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია