დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არასაპარლამენტო ოპოზიცია "თვითმმართველობის კოდექსის" პროექტზე შენიშვნებს აქვეყნებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 11:00:02
არასაპარლამენტო ოპოზიცია "თვითმმართველობის კოდექსის" პროექტზე შენიშვნებს აქვეყნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას 10 პარტია : "ახალი მემარჯვენეები", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი საქართველო", "ევროპელი დემოკრატები", "ლეიბორისტული პარტია", "ქალთა პარტია", "ქართული დასი", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" ავრცელებს.
არასაპარლამენტო ოპოზიციას კოდექსის პროექტთან დაკავშირებით 14 შენიშვნა აქვს:
"1. პროექტი განხილულ იქნეს ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციის შუამავლობით. მანამდე საპარლამენტო განხილვა შეჩერდეს;

2. პროექტი განხილულ იქნეს რეფორმის მთლიან კონცეფციასთან ერთად: რა ვადებში იქნება მიღებული თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსები, რა ვადებში მოხდება მუნიციპალიტეტების ახალი საზღვრების ფორმირება და რა ვადებში ჩატარდება არჩევნები;

3. პროექტი საერთაშორისო ექსპერტიზისთვის გაეგზავნოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას;

რეგიონული დონე:

4. რეგიონულ დონეზე არ უნდა შეიქმნას არჩევითი ორგანოები: არც წარმომადგენლობითი და არც აღმასრულებელი;

5. ნებისმიერი ცვლილება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობაში უნდა აისახოს კონსტიტუციაში;

მუნიციპალური დონე:

6. მუნიციპალიტეტების საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრები დგინდება კანონით;

7. ახალი თვითმმართველი ქალაქების შექმნა ხდება ახალი (რაიონული) მუნიციპალიტეტების შექმნასთან ერთად;
მუნიციპალიტეტების ეტაპობრივი დაყოფის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები, აგრეთვე სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესი, რომ არსებითად არ გაიზარდოს სახელმწიფოს ბიუროკრატიული ხარჯები, და მოსახლეობის ინტერესი, რომ არ გაუძნელდეს ახალ ადმინისტრაციულ ცენტრებთან კომუნიკაცია;

8. მუნიციპალიტეტის სამსახურების და ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებს, სსიპ და აიპ ხელმძღვანელებს ნიშნავს მერი (გამგებელი) საკრებულოს თანხმობით;

9. შენარჩუნებულ იქნას ფრაქციის და ფრაქციის თავმჯდომარის არსებული სტატუსი;

10. კომისიების რაოდენობა განისაზღვრება:
• თბილისის საკრებულოში: არაუმეტეს - 9;
• თვითმმართველი ქალაქების საკრებულოში: არაუმეტეს - 7;
• სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოში: არაუმეტეს - 5;

11. 2014 წლის მოწვევის საკრებულოები აირჩევა საერთო ვადით ანუ 4 წლით;
ე.წ. საზოგადოებრივი თვითმმართველობა:
12. სოფლის მამასახლისი არჩეულ იქნას მოსახლეობის მიერ პირდაპირი კენჭისყრის წესით;
13. თბილისის საუბნო საკრებულოები და სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობები ჩამოყალიბდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
ადგილობრივი ბიუჯეტი:
14. ეტაპობრივად დადგინდეს (აღდგეს) ადგილობრივი ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლის წყაროები სხვადასხვა სახის ცენტრალური გადასახადებიდან წილის სახით", - ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია