დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს განახლებულ დროებითი მოთავსების იზოლატორს გახსნის
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 09:30:04
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებულ დროებითი მოთავსების იზოლატორს გახსნის. შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მათივე ცნობით, იზოლატორების საქმიანობა გამჭვირვალე გახდა, ბოლო 10 თვის განმავლობაში, მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების მიერ 90-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა; 2012 წლის დეკემბერში, დროებით მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. ასევე, დაინერგა ახალი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც დროის რეალურ რეჟიმში 24 საათიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, დაკავებულ ქალთა უფლებების დაცვის მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალ თანამშრომელთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა; პერმანენტულად ხორციელდება იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგი პირველადი გადაუდებელი დახმარების, ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოვლენისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების კუთხით.
შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებულ დროებითი მოთავსების იზოლატორს დღეს, 11.00 საათზე ეწვევა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია