დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ტყემალაძე - მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიღება არ ვიჩქაროთ
ავტორი:
2013/დეკემბერი/05 14:30:02
მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიღება არ ვიჩქაროთ და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული ძალა და ორგანიზაცია ჩაერთოს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
დეპუტატის ცნობით, 2 დეკემბერს, საღამოს მთავრობის კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბრისის ერთ-ერთი თემა სწორედ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი იყო.
ტყემალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრებმა გუშინ იუსტიციის სახლშიც იმსჯელეს.
"ითქვა, რომ კოდექსში წარმოდგენილია საკითხები, არის დეტალები, რასაც დაზუსტება და დამატებით მუშაობა სჭირდება. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვიჩქაროთ. თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში ფართო კონსესუსის საგანი უნდა გახდეს. ამიტომ პროექტის განხილვაში ყველა დაინტერესებული მხარე და ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს. ამ თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 10 დეკემბერს იმსჯელებს და ყველას მოვუწოდებ, მიიღოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ტყემალაძემ.
მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტს და მის გარდა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს ხვალ უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომები ხვალ არ ჩატარდება და არსებული ინფორმაციით, 10 დეკემბრისთვის გაიდაიდო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია