დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგეი ლავროვი - როდესაც "ცხელი თავები" დაწყნარდებიან, მავთულხლართიც საჭირო არ იქნება
ავტორი:
2013/დეკემბერი/04 17:00:02
როდესაც "ცხელი თავები" დაწყნარდებიან, მავთულხლართიც საჭირო არ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთი-ნატო-ს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი ამით ქართველი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებს, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პოლიტიკას და ოკუპაციას ეხებოდა.
როგორც ლავროვმა განაცხადა, ზოგადად ნატო-ს გაფართოება, ცივი ომის ეპოქის მოძველებული და ინერციული ლოგიკის გაგრძელებაა.
"ეს არა მარტო გამყოფი ხაზების შენარჩუნებაა, რომლის მოშლის ვალდებულება ჩვენ ყველამ ავიღეთ, არამედ ეს ამ გამყოფი ხაზების აღმოსავლეთისკენ გადატანაა.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ განვითარებას. ჩვენ მოვისმინეთ და დავაფასეთ საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომები და ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობის პრაქტიკული განვითარება, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, კულტურის სფეროში, ჰუმანიტარულ სფეროში გრძელდება. ყველაფერი ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ერთმანეთს გავუგოთ, მითუმეტეს, როცა ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანაარსებობის კარგი საფუძველი, სულიერი და ისტორიული სიახლოვე გვაკავშირებს და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესები გაგრძელდება", - განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ლავროვის განცხადებით, რუსეთისთვის ეს სუვერენული სახელმწიფოებია.
"ჩვენ ისინი ასეთებად ვაღიარეთ. ჩვენ მათთან მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას მეგობრობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათი საზღვრებისა და მათ სამხედრო უსაფრთხოებას, იქ ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ასე რომ, ეს ახალი რეალობაა. ამიერკავკასიაში ამ რეალობის აღიარებაა საჭირო. ის ფაქტი, რომ ჟენევას დისკუსიებში სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველო რუსეთთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან, ეუთო-სთან და გაერო-სთან ერთად თანასწორად მონაწილეობენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში, ეს ამტკიცებს იმას, რომ დიალოგის გარდა სხვა გზა არ არსებობს",- განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება მავთულხლართების საკითხს, რუსეთის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საზღვრები დაცული უნდა იყოს და დარღვევები ორივე მხრიდან უნდა აღიკვეთოს.
"არსებობს წესები, რომლებიც მსოფლიო პრაქტიკას ასახავენ და ვფიქრობ, რომ მაშინ როდესაც "ცხელი თავები" დაწყნარდებიან, მავთულხლართიც საჭირო არ იქნება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ჩვენთვის ახლო ერებმა მშვიდობიანად, მეგობრულად და კეთილმეზობლურად იცხოვრონ. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დაბრუნდება დღის წესრიგში",- განაცხადა ლავროვმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია