დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სავიზო რეჟიმის მოწესრიგება და არა მისი გამკაცრება
ავტორი:
2013/დეკემბერი/02 12:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მტკიცებით, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სავიზო რეჟიმის მოწესრიგება და არა მისი გამკაცრება.
ასე ხსნის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია. მაია ფანჯიკიძის განმარტებით, სავიზო რეჟიმის გადახედვა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის ფარგლებში არებულ ვალდებულებას უკავშირდება.
"ამ პროცესში ხდება არა გამკაცრება, არამედ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რადგან პროცესი მიშვებული იყო და საქართველოს ცალმხრივად 122 ქვეყანასთან გაუქმებული ჰქონდა სავიზო რეჟიმი. მოწესრიგების ფარგლებში შეიძლება ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი აღდგეს, რაც გამკაცრებას არ ნიშნავს. ეს მხოლოდ მოწესრიგების პროცესია", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს იმ სახელმწიფოებს, სადაც სავიზო რეჟიმის აღდგენაა მოსალოდნელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია