დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თვითმმართველობის კოდექსის განხილვა 8 დეკემბერს გაგრძელდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/30 18:00:03
თვითმმართველობის კოდექსის განხილვა 8 დეკემბერს გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს ,
დღეს, არასაპარლამენტო ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის რეგიონული განვითარების და ინფრასტურქტურის სამინისტროში თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კოდექსის განხილვის ფორმატზე, არსებით საკითხებზე ამჯერად მსჯელობა არ ყოფილა.
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, გადაწყდა, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების მომავალი შეხვედრა 8 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი გახდება ცნობილი შეიქმნება თუ არა თვითმმართველობის კოდექსის თემაზე ინტერპარტიული ჯგუფი.
ასევე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინტერპარტიულ ფორმატში მოხდება საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მსჯელობა და ამ კომისიას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უხელმძღვანელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია