დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანიამ პრემიერს მოადგილეების კანდიდატურები წარუდგინა
ავტორი:
2013/ნოემბერი/30 14:30:02
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ პრემიერს მოადგილეების კანდიდატურები წარუდგინა.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის პირველ მოადგილედ რჩება თენგიზ შერგელაშვილი, გარდა ამისა, პრემიერს დასამტკიცებლად კიდევ ორი მოადგილის - გიორგი ამაშუკელის და გიორგი სოლომონიას კანდიდატურა წარუდგინა.
"თენგიზ შერგელაშვილი რჩება პირველ მოადგილედ, ვინაიდან შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად გადავიდა, მე წარვადგინე მისი შემცვლელი და კიდევ ერთი მოადგილე. გიორგი ამაშუკელი, რომელიც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ის უხელმძღვანელებს გზების მიმართულებას და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის პროექტებს, ხოლო მეორე მოადგილედ წარვადგინე ფინანსთან სამინისტროს სისტემიდან გიორგი სოლომონია, რომელიც უხელმძღვანელებს წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებას, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია