დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აშშ უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/30 10:00:02
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, კიევში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს , ხოლო ევრომაიდანის დარბევის შემთხვევაში, ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპებია. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, რომ ეს ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტებია. ამ ფასეულობების პატივისცემა ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფუნდამენტია. ამ პრინციპებისგან განდგომა სერიოზულ შედეგებს მოიტანს", – განაცხადა უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ჯეფრი პაიეტმა "ამერიკის ხმის" უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ინფორმირებულია ამერიკის მთავრობის პოზიციის შესახებ. "ჩვენ ძალიან მკაფიოდ ავუხსენით როგორც პირადად, ისე საჯაროდ, რომ დემონსტრაციები, რომლებიც მიმდინარე კვირას იმართება, პოზიციური ფაქტია, რომელიც ადასტურებს უკრაინაში დემოკრატიის ძალას და აუცილებელია მისი პატივისცემა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დარწმუნებულები ვართ, რომ ის მანიფესტაციები, რომლებიც იმართება უკრაინაში, ძალიან პოზიტიური ნიშანია უკრაინული დემოკრატიის მომავლისთვის და პრეზიდენტ იანუკოვიჩისთვის, რათა მისმა ადმინისტრაციამ არ დაუშვას ძალადობის გამოვლინება", – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია