დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - ხარვეზების დამდგენი კომისიის იდეა უარყოფილი არ ყოფილა
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 15:30:03
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხარვეზების დამდგენი კომისიის იდეა უარყოფილი არ ყოფილა და არასამთავრობოების დღევანდელი განცხადებები , რომ ეს იდეა უარყოფილია, არასწორია, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ხარვეზების დამდგენი კომისიის საკითხი ერთ-ერთ წინა მთავრობის სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული. მინისტრი ამბობს, რომ ეს იდეა უარყოფილი არ ყოფილა.
"როგორ შეიძლება უარყოს ვინმემ იდეა, რომ არის ბევრი უკანონო განაჩენი და რომ ეს განაჩენები არის გადასახედი. მე გუშინ აღვნიშნე, რომ დროებით არის შეჩერებული, რადგან მოხდეს გათვლა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით, კიდევ რაღაც დეტალები დაიხვეწოს. ეს პროექტი მომზადდა იუსტიციის სამინისტროში და შემდეგ ჩვენ სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან გავიარეთ კონსულტაციები რამდენჯერმე, ასევე კონსულტაციები ჩატარდა ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან და ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა. დღეს ეს პროექტი მზად არის, მაგრამ მთავრობას სჭირდება უფრო მეტი დრო, რომ შედეგებზე მოხდეს მსჯელობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც იყო ამ საკითხზე მსჯელობა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ეკონომიკური შედეგების შესახებ იქნება მსჯელობა სამთავრობო გუნდში და ამის შემდეგ გადაწყდება ამ საკითხის დაძვრის რა ტემპს აიღებს მთავრობა იმისათვის, რომ პარლამენტს გადაეგზავნოს შესაბამისი კანონპროექტი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია