დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ევროკავშირის სამიტის პლენარულ სესიას პირდაპირ ეთერში უყურებენ
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 11:30:03
საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვილნიუსში ევროკავშირის სამიტის პლენარულ სესიას პირდაპირ ეთერში უყურებენ. სხდომათა დარბაზში შეკრებილები არიან დეპუტატები, რომლებიც პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებენ ევროკავშირის სამიტის პლენარულ სესიას. სწორედ ამის გამო 11:00 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა, დროებით გადაიდო.
ვილნიუსის სამიტის პირდაპირ ეთერში ნახვის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრი დათო საყვარელიძე გამოვიდა. იგი კოლეგებს ურჩევდა, რომ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სიმბოლური იქნებოდა, თუკი დეპუტატები ვილნიუსის სამიტს პირდაპირ ეთერში ჩართავდნენ და პარაფირების საზეიმო ცერემონიალს თვალყურს მიადევნებდნენ.
ამ ინიციატივას თავიდანვე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე უმცირესობა მიესალმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია