დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე არსად ჰქონია დაფიქსირებული ევროკავშირის მხრიდან 49-ე მუხლი
ავტორი:
2013/ნოემბერი/28 19:30:03
საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე არსად ჰქონია დაფიქსირებული ევროკავშირის მხრიდან 49-ე მუხლი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ვილნიუსში თემის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, 49-ე მუხლი ითვალისწინებს საშუალებას ევროპული ქვეყნებისთვის, გახდნენ ევროკავშირის წევრები, თუკი წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს შეასრულებენ.
`ჩვენ არ გვქონია იმის მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა დეკლარაციაში. ეს არც ასოცირების ხელშეკრულების ტექსტშია, ასე რომ ამის შესახებ კომენტარიც გასაკეთებელი არ არის, რადგან რაც არ ყოფილა, იმის მოლოდინი ჩვენ არასოდეს გვექნებოდა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტის საბოლოო ვარიანტიდან ამოღებულია მუხლი 49, რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს უფლებას ანიჭებს წევრობის შესახებ მიმართოს ევროკავშირს, თუ ის პატივს სცემს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დეკლარციის წინა პროექტში ეს მუხლი არსებობდა. ახალ ვარიანტში კი აღნიშნულია, რომ ვილნიუსის სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორიოის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს ისევე, როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგარდი დემოკრატია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია