დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში, ხვალ ვილნიუსის სამიტიდან შესაძლოა, პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/28 14:30:02
პარლამენტში, ხვალ ვილნიუსის სამიტიდან შესაძლოა, პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობაში განუცხადეს , ისინი მიესალმებიან ამ ინიციატივას, თუმცა ტექნიკური კუთხით პირდაპირი ტრანსლაცია რამდენად მოხერხდება, ეს დღეს გახდება ცნობილი და დეტალებიც დღეს გადაწყდება.
პარლამენტში ვილნიუსის სამიტიდან პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელების ინიციატივა რამდენიმე დეპუტატს ეკუთვნის. ისინი გამოდიან ინიციატივით, რომ პლენარული სხდომა დროებით შეწყდეს და დეპუტატებმა ვილნიუსის სამიტს პირდაპირ ეთერში უყურონ.
ვილნიუსში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების საზეიმო ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. პოლიტიკური ნაწილის პარაფირებას მაია ფანჯიკიძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი განახორციელებენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია