დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"რესპუბლიკური პარტია" ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების გაერთიანების კონგრესში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2013/ნოემბერი/28 09:30:03
"რესპუბლიკური პარტია" დღეს, ლონდონში, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების გაერთიანების (ALDE Party) კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. კონგრესზე პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატი თინა ხიდაშელი გაემგზავრნენ.
კონგრესის დელეგატები არიან ევროპის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, პარლამენტის თავმჯდომარეები, ევროკავშირის რვა კომისარი, ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციის ALDE–ს წევრები, ეროვნული პარლამენტების დეპუტატები, სხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები და ალიანსის წევრი პარტიის წარმომადგენელები.
კონგრესს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნიკ კლეგი გახსნის. განსახილველი თემები იქნება: ეკონომიკური ზრდა და კონკურენცია ევროპაში, ტრანს ატლანტიკური ვაჭრობა და პარტნიორული ინვესტიციები, ევროპის ფინანსური სამსახურების რეფორმა, გადაწყვეტილებები ევროპისათვის, ლიბერალები თანასწორუფლებიანობისთვის, ინოვაციური მეწარმეობა – როგორ დავძლიოთ გენდერული განსხვავება, რას ნიშნავს ახალი სავაჭრო შეთანხმება ევროპისათვის.
"ევროპარლამენტსა და ევროპულ სტრუქტურებში თითოეული დეპუტატის და წარმომადგენლის მხარდაჭერა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მაღალი რანგის კონგრესში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა "რესპუბლიკური პარტიის" პასუხისმგებლობას უფრო მეტად ზრდის, რადგან ქვეყანას ევროპული მხარდაჭერის გაძლიერების კარგი შესაძლებლობა ეძლევა. საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან თავისუფალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გასაღრმავებლად. კონგრესში ქართული დელეგაციის მონაწილეობა იმითაც მნიშვნელოვანია, რომ კონგრესზე სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ევროპის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლობით ევროპულ კონგრესში მონაწილეობა. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან და იმ ევროპული სტრუქტურების და ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნულ კონგრესს დაესწრებიან", – აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კონგრესზე ასევე გაიმართება ALDE-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას კონგრესზე ექვსი ხმა აქვს. ალიანსის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის მხოლოდ ერთი კანდიდატი, ALDE-ის მოქმედი პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი სერ გრეჰემ ვატსონი (დიდი ბრიტანეთი).
ევროპის ლიბერალური პარტიების ოჯახში - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის ALDE Party- ევროპის ქვეყნების 55 ლიბერალური პარტიაა გაწევრიანებული. ALDE Party ევროპარლამენტში სიდიდით მესამე პარტიაა.
"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" ALDE Party-ის წევრი 2007 წელს გახდა. "რესპუბლიკური პარტია" ასევე არის ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) წევრი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია