დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკონომიკის მინისტრი ქართული წარმოების ევროპულთან ადაპტირებას 7-10 წელიწადში ვარაუდობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 22:00:03
ეკონომიკის მინისტრი ქართული წარმოების ევროპულთან ადაპტირებას 7-10 წელიწადში ვარაუდობს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ვილნიუსში განუცხადა, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართული წარმოებისთვის დადებითი ბიძგის მიმცემი იქნება და ქართულ საწარმოო პოტენციალს გაცილებით მაღალ სტანდარტზე აიყვანს.
"ჩვენ აღებული გვაქვს 7-დან 10 წლამდე პერიოდი, როდესაც საქართველოს ნებისმიერმა საწარმომ საკუთარი წარმოების ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირება უნდა მოახდინოს. ჩვენ თუ ეს თამასა დღეს არ ავწიეთ, დავრჩებით იმ დონეზე, რომელზეც ვართ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ქართული დელეგაცია, ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით, ხვალ მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმში "ბიზნესი საზღვრებს გარეშე".
როგორც მინისტრმა განაცხადა, ფორუმზე ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე ისაუბრებს. "ეს არის ისტორიული მომენტი, რომლითაც კიდევ უფრო ვუახლოვდებით ევროპას. ეს ხელშეკრულება ნახევარმილიარდიან ბაზარს უხსნის საქართველოს. დღეს უკვე არის ინტერესი, რომ საქართველოში სხვადასხვა სფეროებში განხორციელდეს ინვესტირება, ასევე არა მხოლოდ ნაწარმის, არამედ სერვისების ექსპორტი. ეს შესაძლებლობა ხელს უხსნის ბევრ ბიზნესმენს, გაათმაგდეს ინტერესი. ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვნად უახლოვდება ევროპულს და საქართველო ხდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ წინ გვაქვს ინტენსიური მუშაობის რამდენიმე თვე. ჩვენი მიზანია, სექტემბერში ეს მუშაობა დავასრულოთ, რათა ხელშეკრულება ძალაში შევიდეს",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ხვალინდელ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია