დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - საქართველოს ბედი წყდებოდა და გადაწყდება საქართველოში
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 19:30:02
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის აზრით, პარლამენტში წარდგენილი განცხადების ორი ვარიანტი ცხადყოფს, თუ როგორ საზოგადოებას წარმოვადგენთ.
"იმ შემთხვევაში, თუ ერთი სიტყვით მაინც ვიტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი სადმე გარეთ წყდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ევროპული ქვეყანა და ვერ ვაკეთებთ ევროპულ არჩევანს. საქართველოს ბედი წყდებოდა და აუცილებლად გადაწყდება საქართველოში. საქართველოს ბედი აუცილებლად გადაწყდება თბილისში და რაკი დღეს პარლამენტი ქუთაისშია - გადაწყდება ქუთაისში და არსად სხვაგან", - მიმართა ბერძენიშვილმა კოლეგებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
დეპუტატმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, გულშემატკივრობს მას, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს ჰყავს საკუთარი მთავრობა, ის იღებს გადაწყვეტილებებს და საქართველომ მათ გადაწყვეტილებებს - მოსაწონია თუ არა, პატივი უნდა სცეს. "არ არის აუცილებელი სხვა ძალების დანახვა, რადგან არჩევანს ისინი აკეთებენ", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
უკრაინის მოვლენებთან და ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით უმცირესობა და უმრავლესობა ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდა. ამიტომ სესიაზე ახლა გაცხადების ორი პროექტი გადის.
უმრავლესობის განცხადების პროექტი ექვსპუნქტიანია. მასში საუბარია ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის მხარდაჭერაზე ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უმცირესობის განცხადების პროექტს, ის უკრაინის მოვლენებს ეხება. დოკუმენტში გამოთქმულია სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ, ასევე გამოთქმულია შეშფოთება უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო. პროექტში გამოთქმულია იმედი, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა რუსეთის ფედერაციის შანტაჟს არ დაექვემდებარება და ევროპული ინტეგრაციის გზას არ გადაუხვევს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია