დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - "ქართული ოცნება" ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის ვადები გაიხანგრძლივოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 16:30:02
"ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ" კანონპროექტით "ქართული ოცნება" ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის ვადები გაიხანგრძლივოს, - ამის შესახებ პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ" არ წარმოადგენს დაპირებას, რომელიც "ქრთულ ოცნებას" ქონდა.
"წარმოდგენილი კოდექსით სახელისუფლო პარტიები ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ საკუთარ თავზე მოირგონ ყველა კანონი, რომელიც მათ ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩენას უზრუნველყოფს. კოალიცია "ქართული ოცნება" ქვეყანაში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველობებს ფიქტიური უწოდა და დაგვპირდა, რომ რეალურ თვითმმართველობას შექმნიდა. ასევე თვითმმართველობა არ იარსებებს იმ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს. რეალური თვითმმართველობა უპირველესად კომპეტენციების გამიჯვნას, განსაკუთრებული კომპეტენციების ადგილობრივი თვითმმართველობების აღჭურვას და რეალურ ფინანსურ გაძლიერებას გულისხმობს. ხელისუფლებამ ერთი შეხედვით ზერელედ, თუმცა აბსოლუტურად მათთვის გააზრებულად მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც პირდაპირი ფარული ცენტრალიზაციის გზას დაადგა, რათა კიდევ უფრო ადვილად მართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი არა დეცენტრალიზაციაზე, არამედ არსებითად თვითმმართველი ერთეულების დაშლასა და დე-ფაქტო რეგიონების შემოღებაზეა ორიენტირებული, რაც გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსურ და პოლიტიკურ კრიზისს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რეგიონის მართვის ორგანოებად განისაზღვრება სუსტი სტატუსის და ფუნქციის მქონე საზოგადოებრივი საბჭო და საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი.
"შემოთავაზებული კანონპროექტით გუბერნატორს ისევ ეძლევა რეალური ბერკეტები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ ფიქციად დარჩეს. ასევე საგანგაშოა მუნიციპალიტეტების დაუფიქრებელი დაჩქარებით დაშლა, საღი სიღრმისეული მსჯელობისა და გაანალიზების გარეშე უდიდეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას და ქვეყნის სტაბილურობას. ამ წესით დაშლა გამოიწვევეს სერიოზულ პრობლემებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ასევე ბურჯანაძის განცხადებით მიუღებელია ისიც, რომ ამ რეფორმის მიღება ხდება პოლიტიკური სპექტრის ჩართვის გარეშე. ამასთან, როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ის მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას, რომ ადექვატური შეფასება გააკეთონ ამ რეფორმებთან დაკავშირებით. ბურჯანაძის განმარტებით, ასევე დარღვეულია კანონპროექტის მიღების ვადები.
ამასთან, როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მისი პარტია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა საარჩევნო გარემო აუცილებლად საჭიროებს გაუმჯობესებას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია