დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილების მიზეზებზე საპარლამენტო უმრავლესობაში არ საუბრობენ
ავტორი:
2013/ნოემბერი/26 23:00:02
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაზე ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილების მიზეზებზე საპარლამენტო უმრავლესობაში არ საუბრობენ.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ქუცნაშვილის გადაწყვეტილება მისთვის ცნობილია, თუმცა მიზეზები ალბათ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს ქუცნაშვილმა ეს თანამდებობა საკუთარი სურვლით დატოვა.
"არა მგონია მას ინტერფრაქციული ჯუფის ხელმძღვანელობა გაჭირვებოდა, თუმცა ზოგადად პარტიებთან მუშაობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ უფრო ვრცლად ქუცნაშვილი თავად ისაუბრებს", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
ქუცნაშვილმა ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს განცხადებით უკვე მიმართა. ზაქარა ქუცნაშვილი კვლავ თავს იკავებს მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების კომენტირებისა და შეფასებისგან. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ თემაზე საუბარი არ სურს. ამასთან, დეპუტატს ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა წევრის სტატუსით ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია