დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საგარეო უწყებაში ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/25 18:00:02
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 17-18 დეკემბერს დაგეგმილ 26-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები, მათ შორის, პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების ფარგლებში განსახილველი წინადადებები.
შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული სამართლებრივი ვალდებულების საპასუხოდ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების აუცილებლობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო და პროვოკაციული პოლიტიკის გათვალისწინებით.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ჯარის მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლებასთან დაკავშირებით, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია