დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძე - მე და ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან საპასუხისმგებლო მისია დაგვეკისრა
ავტორი:
2013/ნოემბერი/24 15:00:02
მე და ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან საპასუხისმგებლო მისია დაგვეკისრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტია იყოს ძლიერი. "ძალიან საპასუხისმგებლო მისია დაგვეკისრა მე და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურად მუშაობა და კარგად მესმის გუნდურად მოთამაშე გამარჯვების ეშხი. მე მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პარტიაში მუშაობდა და დღემდე მოიტანა ეს პარტია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტია იყოს ძლიერი და ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით ის დიდ მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის პარტია "ქართული ოცნების" სულის ჩამდგმელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია