დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს 
ავტორი:
2013/ნოემბერი/24 14:30:09
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა გაიმართება, რომელზეც სიტყვით ყოფილი პრემიერი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვა. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ყრილობაზე პარტიის ახალი წესდება დამტკიცდება. ასევე, ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს აირჩევენ. როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. ხოლო პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის კანდიდატურა განიხილება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია