დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოველში წირვას ესწრება
ავტორი:
2013/ნოემბერი/23 12:30:03
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა. სვეტიცხოველში იმყოფებიან, აგრეთვე  სასჯელაღსრულების 
მინისტრი სოზარ სუბარი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ ზეიმობს. 6 მაისი წმინდა გიორგის თავის კვეთის დღეა. წმინდა დიდმოწამე გიორგი ქართველი ერის მფარველად ითვლება და მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. წარმოშობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი იყო და 30 წლის ასაკში 303 წელს აღესრულა. რომის იმპერატორმა დიოკლიტიანეს ბრძანებით მას საწრმუნეობისათვის თავი მოკვეთეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია