დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იტალიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერად დანიშვნას ულოცავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/22 16:00:02
იტალიის პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერად დანიშვნას ულოცავს. აღნიშნული მილოცვა ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქის" გვერდზეა განთავსებული.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა პირადად ჩემი და იტალიის მთავრობის სახელით, გულითადად მოგილოცოთ თქვენი დანიშვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. დარწმუნეული ვარ, რომ თქვენი მანდატის შესრულებისას მუდმივ ყურადღებას დავუთმობთ იტალიასთან ურთიერთობას, რომელიც ეფუძნება ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობასა და მტკიცე კულტურულ კავშირებს.
იტალიის მთავრობა მხარს დაუჭერს ჩვენი ურთიერთობების გამყარებასა და გაძლიერებას და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, იმუშავებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ახლო მომავალში შედგება და ვსარგებლობ რა შემთხვევით, გისურვოთ წარმატებები თქვენი მისიის შესრულებისას, გითვლით გულითად მოკითხვას", - აღნიშნულია მილოცვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია