დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გენდერულ საკითხებზე კვლევის შედეგების წარდგენა 25 ნოემბერს გაიმართება
ავტორი:
2013/ნოემბერი/22 15:30:02
საქართველოს საზოგადოებაში გენდერული საკითხების მიმართ არსებული დამოკიდებულებების კვლევის წარდგენა 25 ნოემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" UNDP-დან აცნობეს, პროექტი განხორციელდა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური მხარდაჭერით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში.
საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. კვლევა ეყრდნობა 1760 ადამიანის გამოკითხვასა და 16 ფოკუს ჯგუფის შედეგებს.
შეხვედრებს დაესწრებიან გაერო-ს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, შევედეთის საელჩოს მრჩეველი განვითარების საკითხებში ევა სმედბერგი, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია