დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ მაჭავარიანი - თვითმმართველობის კოდექსის პროექტი "წყალზე ნაწერია"
ავტორი:
2013/ნოემბერი/22 15:00:02
დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, თვითმმართველობის კოდექსის პროექტი "წყალზე ნაწერია". დეპუტატისთვის გაუგებარია, რა თანხებით აპირებს ხელისუფლება იმ რეფორმის განხორციელებას, რასაც პარლამენტში ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს. მაჭავარიანი ინიცირებულ პროექტში დაფინანსების პრობლემას ხედავს და აცხადებს იმასაც, რომ მუნიციპალიტეტები აღარ იქნება ისეთი, როგორც არის.
"პროექტით ადგილობრივი თვითმმართველობები იყოფა. ბიუჯეტზე მსჯელობისას ჩვენ ვკითხულობდით, თუ რამდენად გაზრდის ხარჯებს ის, რომ მაგალითად ქობულეთში სამი თვითმმართველობა იქნება, რადგან ამას სჭირდება სახელმწიფო დაწესებულებები, ხალხი, სჭირდება ბიუჯეტი. ეს ფული მე ბიუჯეტში ვერ ვნახე. ამიტომ ვამბობ, როგორ არის ეს დაგეგმილი - ქაღალდია, წყალზე ნაწერია, თუ რა არის", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია