დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერ-მინისტრი გენერალ ვახტანგ კაპანაძეს და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს შეხვდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/22 11:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძესა და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
მათივე განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ირაკლი ძნელაძეს გაწეული ძალისხმევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი პროფესიონალიზმი კვლავაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება.
ამასთან, პრემიერმა წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში გენერალ ვახტანგ კაპანაძეს, რომლის კანდიდატურაც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე განიხილება.
"წარმატებას ვუსურვებთ ვახტანგ კაპანაძეს და ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ მისი სახით ქართულ ჯარს ეყოლება ღირსეული მეთაური", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია