დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 21:00:02
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
"ჩემი ხალხის, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ეჭვგარეშეა, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო წინ წავწევთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, რომელსაც ჯანსაღი საფუძვლები გააჩნია.
მწამს, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდება თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა, რომელიც დღითიდღე იზრდება და ღრმავდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ მოხარული ვიქნები, თუკი უახლოეს მომავალში გიმასპინძლებთ თურქეთში.
ვისარგებლებ შემთხვევით და გისურვებთ წარმატებებს ახალ თანამდებობაზე, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას", - ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში.
ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო გამოხატავს პატივისცემას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი და დანართის სახით გადასცემს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილი მისალოც წერილს.
"თურქეთის რესპუბლიკის საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ გამოხატოს თავისი ღრმა პატივისცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის აპარატისადმი", - ნათქვამია წერილში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია