დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი "გორგასლიანი" დაიწყო
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 18:30:04
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი "გორგასლიანი" დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი "გორგასლიანი" წელს ოთხ სახეობაში ჩატარდება: საბრძოლო მრავალჭიდი; ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით; ჭადრაკი და ესტაფეტა სირბილში.
"გორგასლიანის" პირველი ასპარეზობა საბრძოლო მრავალჭიდში ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ბაზაზე მიმდინარეობდა.
შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების I, II, III, IV ქვეითი და I, II საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის", საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. ასპარეზობისთვის თითოეული ქვედანაყოფიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა.
დღევანდელი შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობას აერთიანებდა: სირბილი წინაღობათა ზოლში, ხელყუმბარის სტყორცნა, შაშხანიდან და პისტოლეტიდან სროლები. მონაწილეები "კრწანისის" ბაზაზე სპეციალურად მომზადებულ პუნქტებზე წინააღმდეგობების გადალახვასთან ერთად, სროლებში სიზუსტითა და სისწრაფეშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გუნდები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგებით და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
გუნდური პირველობა სპეციალური ოპერაციების ძალებს ხვდა წილად. მე-2 ადგილზე ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი" გავიდა, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი IV მექანიზირებული ბრიგადა გახდა.
საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს სპეციალური ჯილდო - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი, 13 დეკემბერს "გორგასლიანის" საზემო დახურვის ცერემონიაზე გადაეცემათ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია