დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამოცხადებულ კონკურსზე განცხადება გააკეთა
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 14:00:03
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნიამ თბილისის საკრებულოში აპარატის 114 მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ განცხადება გააკეთა.
ზაზა გაბუნიას თქმით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი, რომელიც კონკურსანტთა აპლიკაციების შერჩევის, წერითი გამოცდისა და გასაუბრებისაგან შედგება.
როგორც ზაზა გაბუნიამ განაცხადა, კონკურსში თანამდებობების დასაკავებლად მონაწილეობა არ იქნება ვინმეს ექსკლუზივი. "ამიტომ, აღნიშნული კონკურსი ხელმისაწვდომი გავხადეთ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის და ის ჩატარდება სამართლიანად იმისათვის, რომ შედეგად თბილისის საკრებულოში მუშაობა განაგრძოს კვალიფიციურმა და პროფესიონალმა კადრმა",-განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, წერით გამოცდაზე შეკითხვები იქნება: საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის "ნორმატიული აქტების შესახებ:, საქართველოს კანონი "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ", "ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის #1-4 გადაწყვეტილების, "საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია