დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკონსტიტუციო ცვლილებების გართულებული პროცედურები პარლამენტის რეგლამენტშიც აისახება
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 11:00:02
კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გართულებული პროცედურები პარლამენტის რეგლამენტით ზუსტდება. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა 2011 წელს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 2/3-ის ნაცვლად, უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი, ანუ სულ მცირე 113 ხმა დასჭირდება.
კვორუმის გაზრდასთან ერთად, გართულდა კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების პროცედურაც. კერძოდ, თუკი აქამდე შესაძლებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი კვირის განმავლობაში განხილვა და დამტკიცება, დღეიდან ეს ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით უნდა მოხდეს.
სწორედ ეს პროცედურა ზუსტდება რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტით, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. კერძოდ, ინიცირებული პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენით ერთი და იმავე სესიაზე განიხილება და მიიღება, ხოლო მესამე მოსმენით შეიძლება განიხილონ და მიიღონ პარლამენტის მომდევნო სესიაზე – მეორე მოსმენით მიღებიდან სამი თვის შემდეგ.
მმართველმა კოალიციამ კონსტიტუციის გადასინჯვის ძველი პროცედურების ძალაში დატოვება სცადა და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც წარადგინა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" კატეგორიულად უარყოფითი პოზიციის გამო, პროექტის გატანა ვერ მოხერხდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია