დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალი" ვაჟა ჩიტაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - არ შემეშინდება და ვიტყვი, თქვენ შსს ნამდვილად გააჩოჩეთ პოლიტიკისგან
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 20:30:03
არ შემეშინდება და ვიტყვი, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად გააჩოჩეთ პოლიტიკისგან, - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს უმცირესობაში შემავალი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" წარმომადგენელმა ვაჟა ჩიტაშვილმა მიმართა.
ჩიტაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრაქციის მიერ მთავრობისადმი შესაძლო მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ასეთი გადაწყვეტილების პირობა დაასახელა.
"არ შემეშინდება და ვიტყვი, რომ თქვენი მუშაობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად გააჩოჩეთ პოლიტიკიდან. იგივე შეიძლება ითქვას ენერგეტიკის და სხვა სამინისტროებზე, სადაც როგორც ვიცი, არანაირი საკადრო ცვლილება არ განხორციელებულა, არც ერთი მოადგილე და სხვა პასუხისმგებელი პირი არ შეცვლილა, გარდა მინისტრისა, რაც არის ნიკა გილაურის მიერ დაწყებული რეფორმების შედეგი. საერთოდ "ქართულმა ოცნებამ" ორჯერ მიაღწია წარმატებას შიდა პოლიტიკური კუთხით. მათ ორჯერ გაიმარჯვეს არჩევნებში, მაგრამ პრობლემებია მთავრობაში ეკონომიკური კუთხით. არც ეს არის ტრაგედია, რადგან ახალი ხელისუფლებაა და გარკვეული კორექტირება შეტანილი იქნება. ტრაგედიაა ის, რომ თქვენ მიზეზს ეძებთ არა იქ, სადაც უნდა ეძებოთ, არამედ მიდის გადაბრალება სხვებზე. როდესაც ფრაქციაში ვიხილავდით მთავრობისთვის ნდობის და მხარდაჭერის საკითხს, მივედით დასკვნამდე, რომ ახალმა მთავრობამ უნდა დადოს პირობა, რომ არ მოხდება გადაბრალება სხვაზე, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" რიგით წევრებზე, უმცირესობის დეპუტატებზე, ქალაქის მერზე ან თვითმმართველობების წარმომადგენლებზე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზი მას გადააბრალოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩვენი მხარდაჭერის ან მხარის არდაჭერის საკითხზე", – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ვაჟა ჩიტაშვილმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია