დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველების დაბრუნების პროცესი დავაჩქაროთ
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 17:00:03
ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველების დაბრუნების პროცესი დავაჩქაროთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფ ქართველების თემა ძალიან სენსიტიურია.
"ეს პროცესი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ გავარძელებთ, კერძოდ, როგორც ბიძინამ ბრძანა, თითოეული ქართველი არის ჩვენთვის ძვირფასი. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველების დაბრუნების პროცესი დავაჩქაროთ. ამასთან დაკავშირებით მუშაობს კოტე სურგულაძე და გვაქვს რეალური გეგმები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი ქართველი დაბრუნდება საქართველოში.
"მთავარი მოწოდება იქნება ის, რომ ყველა ქართველი დაბრუნდეს თავის მიწაზე და ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები მოახმაროს საქართველოს. ეს არის მთავარი მოწოდება. ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებულ ქართველს პირდება, რომ მათ სათანადოდ მოვეპყრობით. მე მსურს მათი ჩართულობა იგივე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძო სექტორში და სხვა", - განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია