დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ-ერთი კომპანია განცხადებას გააკეთებს, რომ საქართველოდან გასვლას აპირებდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 16:30:02
ამ დღეებში ერთ-ერთი კომპანია გააკეთებს განცხადებას, რომ აპირებდა საქართველოდან გასვლას იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იყო საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ინვესტიციებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა.
ღარიბაშვილმა კომპანიის სახელი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან მხსვილი კომპანიაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში საქართველოდან გასვლას აპირებდა.
"ამ კომპანიას დაახლოებით 200-300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა შემოტანილი საქართველოში, რომელიც ძალიან დაზარალდა თქვენს პირობებში. ჩვენ ამ კომპანიას ყველა ის პრობლემა, რაც თქვენ შეუქმენით, მოვუგვარეთ. ამ დღეებში ეს კომპანია და მისი მფლობელი აპირებს გააკეთოს განცხადება, სადაც დაადასტურებს, რომ ის ნამდვილად აპირებდა საქართველოდან გასვლას იმიტომ, რომ არ იყო აქ სათანადო საინვესტიციო გარემო, რომ არ იყო მისი ინვესტიცია დაცული, რომ ჰქონდა საკუთრების უფლების დარღევის ძალიან ბევრ ფაქტს ადგილი და რომ მას უბრალოდ ეშინოდა საქართველოში დარჩენის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ახალმა მთავრობამ ეს კომპანია საქართველოში დატოვა და მათი ინვესტიციები ამ წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
"30–მდე ქვეყანასთან გქონდათ შეჩერებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრეულების გაფორმება, ვინაიდან უამრავი შემთხვევა არსებობდა საკუთრების უფლების დარღვევის. ინვესტორებს უბრალოდ ეშინოდათ საქართველოში შემოსვლის. ჩვენ განვაახლეთ და უკვე მიმდინარეობს ხელმოწერების პროცესი", - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია